ავტორი:

დიდი გვალვა ევროპაში და ფრანსუა მონტოს ციხე-ქალაქი მდინარე ტოლურის სანაპიროზე

დიდი გვალვა ევროპაში და ფრანსუა მონტოს ციხე-ქალაქი მდინარე ტოლურის სანაპიროზე

შვეიცარიელმა ხელოვანმა ფრანსუა მონტომ თავისი ყოველწლიური პროექტი წამოიწყო: ის შვეიცარიის მდინარე ტოლურის სანაპიროზე თიხის სკულპტურებს აგებს. ამჯრად, გვალვის გამო, რომელმაც მთელი ევროპა მოიცვა, ფრანსუას საშუალება მიეცა, რომ თავისი წარმოსახვისთვის გასაქანი მიეცა და თიხით სასახლეების კომპლექსი აეგო.

ვიზიტორებს საშუალება აქვთ, თიხის ქალაქი მშენებლობის პროცესში დაათვალიერონ.

მონტომ წლევანდელი პროექტი 6 კვირის წინ დაიწყო, მაგრამ გვალვამ საშუალება მისცა, მოკრძალებული გეგმა შეეცვალა და ტოლურის მდინარის ამომშრალ კალაპოტში პატარა ნაგებობის ნაცვლად, უზარმაზარი ციხე-კოშკებიანი ქალაქი აეშენებინა. ახლა კი, როცა სკულპტურების ძერწვა დაასრულა, წვიმის მოლოდინშია, რადგან როცა ეს მოხდება, მისი შექმნილი სამყაროც განადგურდება.

"იმ ხალხის ცხოვრებას წაროვიდგენ ხოლმე, რომლებიც ჩემი აგებული ქალაქის თაღების ქვეშ დადიან და სხვადასხვა ძეგლებს ათვალიერებენ. ვხედავ, როგორ იქმნება ამ ადამიანების სამყარო ჩემი თითებით“, - ამბობს მონტო.

მიუხედავად იმისა, რომ თავისი ნამუშევრების განადგურება ენანება, ფრანსუა ბუნებაზე უფრო მეტად წუხს: "რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ მასალისთვის მიცემული ფორმა გაქრება, მაგრამ ამასობაში ბუნება კვდება. კატასტროფა იქნება თუ გვალვის გამო, ქალაქის ძერწვას 3 წლის განმავლობაში გავაგრძელებ".

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/zT4kQ_9lGb0" title="Swiss artist sculpts sprawling clay castle on dried river bank | The Federal" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა