ავტორი:

წლების წინ ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ძალადობის გამო უჩივლა - წყვილის ურთიერთობის რა ახალ დეტალებზე წერს მედია

წლების წინ ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ძალადობის გამო უჩივლა - წყვილის ურთიერთობის რა ახალ დეტალებზე წერს მედია

დასავლური მედიის ინფორმაციით, 2016 წელს ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ძალადობის გამო უჩივლა. ამერიკული სააგენტო Puck-ის მოხსენების თანახმად, 2016 წლის ანონიმური სასამართლო პროცესის სუბიექტები, რომელშიც მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მისმა "მაშინდელმა ქმარმა“ კერძო თვითმფრინავში შეურაცხყოფა მიაყენა, ანჯელინა ჯოლი იყო და ბრედ პიტზე საუბრობდა.

რამდენიმე წლის წინ, ანჯელინა ჯოლიმ FBI-ს აგენტთან ისაუბრა და გაუმხილა, რომ პიტმა მასა და მათ შვილებს, თვითმფრინავში ყოფნისას, "ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა". აგენტის იმდროინდელი ჩანაწერების თანახმად, პიტმა ჯოლი თვითმფრინავის უკანა მხარეს გაიყვანა, მხრებში სწვდა და უყვიროდა: "შენ აფუჭებ ამ ოჯახს."

ჯოლი ამტკიცებდა, რომ ამავე რეისზე კიდევ ერთი ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა, რა დროსაც მან დაზიანება მიიღო, მათ შორის იდაყვის არეში. ანჯელინამ ისიც თქვა, რომ ბრედი ამ პერიოდში სვამდა და ლუდიც დაასხა მას. ბრედ პიტის ადვოკატები ყველა ამ ბრალდებას უარყოფენ.

ანჯელინა და ბრედი მედოქსთან ერთად

ამის შემდეგ, FBI-ს სპეციალური აგენტი უმცროს ადვოკატს შეხვდა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბრედ პიტს არ წაუყენებდნენ ბრალდებას. როგორც ჩანს, ანჯელინას ასეთი დასასრული არ სურდა და მან ანონიმურად შეიტანა სარჩელი. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ამჯერად FBI-საც უჩივლა და გამოძიების ბიურო დაადანაშაულა, რომ მათ სათანადო ყურადღება არ მიაქციეს ბრედი მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის საკითხის გამოძიებას.

ცნობისთვის, 2016 წელს, მას შემდეგ, რაც ოჯახის კერძო თვითმფრინავში ინციდენტი მოხდა, ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით ბრედ პიტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო როგორც FBI-მ, ასევე ლოს ანჯელესის ბავშვების და საოჯახო სერვისების დეპარტამენტმაც.

გავრცელებული ინფორმაციით, პიტი ფიზიკურად შეეხო ვაჟს, მედოქსს, რომელიც იმ დროისთვის 15 წლის იყო და დედ-მამის გაშველებას ცდილობდა.

პიტის გუნდმა უარყო, რომ მსახიობმა ვაჟს რაიმე ფიზიკური ზიანი მიაყენა:

"პიტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის დონემდე არ მისულა საქმე და რომ ფიზიკურად არავინ დაშავებულა. შვილისთვის სახეში არ გაურტყამს. დიახ, ის მას ხელით შეეხო, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ დაპირისპირება კონტროლს არ ექვემდებარებოდა,"- აცხადებდნენ პიტის წარმომადგენლები.

ინციდენტიდან მალევე, ცნობილი წყვილი განქორწინდა.

წყარო: variety

მოამზადა: ანა სიბოშვილმა