ავტორი:

გიორგი გახარია მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - ექსპრემიერის ალბომი "ინსტაგრამიდან"

გიორგი გახარია მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - ექსპრემიერის ალბომი "ინსტაგრამიდან"

ექსპრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოკოლაჟს აქვეყნებს.

ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რადგანაც, როგორც წესი, "საქართველოსთვის" ლიდერი კადრს მიღმა ცხოვრების ამსახველ ფოტოებსა, თუ სხვა დეტალებს იშვიათად ასაჯაროებს და ამ კუთხით სოციალურ ქსელებში აქტიურობით არ გამოირჩევა.

გიორგი გახარიასა და მის მეუღლეს, მარიკა ფანცულაიას ერთი შვილი, ანნა გახარია ჰყავთ. გოგონა 12 წლისაა და როგორც ცნობილია, ის საფრანგეთში სწავლობდა, თუმცა საქართველოში დაბრუნდა და თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეა.

ანნა უცხო ენებით არის დაინტერესებული. იცის ფრანგული, ინგლისური, ამჟამად სწავლობს იაპონურ ენას. ცნობილია, რომ მას განასაკუთრებული ურთიერთობა აქვს მამასთან.