ავტორი:

"წმენდს ორგანიზმს, არეგულირებს მადას და ეხმარება გახდომაში" - ცნობილი დიეტოლოგი ნატა გაგუა საზოგადოებას კოქტეილის რეცეპტს უზიარებს

"წმენდს ორგანიზმს, არეგულირებს მადას და ეხმარება გახდომაში" - ცნობილი დიეტოლოგი ნატა გაგუა საზოგადოებას კოქტეილის რეცეპტს უზიარებს

ცნობილი დიეტოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში საზოგადოებას კოქტეილის რეცეპტს უზიარებს, რომელიც მისი ინფორმაციით, ორგანიზმს წმენდს და მადას არეგულირებს, ასევე ეხმარება გახდომაში.

"სასის წყლის კლასიკური რეცეპტი ასეთია: 2 ლიტრ ოთახის ტემპერატურის სასმელ წყალს უნდა დაამატოთ 1 ს.კ. გახეხილი, ფაფის კონსისტენციის ჯანჯაფილი, თხლად დაჭრილი საშუალო ზომის კიტრი და 10-12 ფოთოლი პიტნა, მსუბუქად დასრესილი. სასმელი უნდა მოამზადოთ საღამოს და შეინახოთ მაცივარში. არსებობს ვარიაცია ლიმონითაც: ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტს ემატება დაჭრილი ლიმონი. მომზადება უმჯობესია საღამოს, რადგან დროა საჭირო იმისათვის, რომ ნაყენი მაქსიმალურად ეფექტური იყოს.

პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ პროდუქტები: ლიმონი, კიტრი, ჯანჯაფილი და პიტნა (უმჯობესია, ყველაფერი თბილ, გამდინარე წყალში გაირეცხოს).მიღებული ნაყენი მთელი დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ. სასის წყლის მიღების წესები:ინგრედიენტები უნდა იყოს ახალი და ხარისხიანი, კიტრსა და ლიმონს კანიანად ვიყენებთ, ნუ დატოვებთ სასმელს მზიან ადგილას ან სითბოში, ნუ მიიღებთ ამ სასმელის დღეში 2 ლიტრზე მეტს - ეს დიდი დატვირთვა იქნება თირკმელებისთვის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის, ერთ ჯერზე მხოლოდ 200 მლ. დალიეთ, წყლის ბოლო ულუფა 17.00 საათამდე მიიღეთ, დალევის წინ შეგიძლიათ გაწუროთ სასმელი,კარგი იქნება რაციონიდან ამოიღოთ გაზიანი სასმელი, ჩაი და ყავა (მათ ამ წყლით ჩაანაცვლებთ).

ნუ მიიღებთ სასის წყალს: თუ ალერგიული ხართ მის რომელიმე კომპონენტზე; გაწუხებთ გასტრიტი; ზოგადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ან თირკმელები. სასის წყალი მიიღეთ 7 დღე, შემდეგ მინიმუმ 14 დღე" - წერს გაგუა.