უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსული ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვას ეხმიანება და მსოფლიოს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებს.
რუსებმა ხარკოვში საცხოვრებელ ტერიტორიას დაარტყეს. რუსეთი აგრძელებს ხალხის ხოცვას შუა ევროპაში. პუტინის შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინისთვის მაქსიმალური სამხედრო დახმარების გაწევა და რუსეთისთვის ბევრად უფრო მკაცრი სანქციების დაწესებაა“, - წერს კულება „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხარკოვში საცხოვრებელი შენობა დაბომბეს. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 7 და დაშავდა 16 ადამიანი. დაშავებულებს შორის 11 წლის ბავშვია.