ავტორი:

ტურისტებმა ვენეციის არხში სერფინგი გადაწყვიტეს, რის გამოც დააჯარიმეს და ქალაქიდან გააძევეს - "ჩვენი წესები აბუჩად აიგდეს, აუტანლად უგუნერები არიან"

ტურისტებმა ვენეციის არხში სერფინგი გადაწყვიტეს, რის გამოც დააჯარიმეს და ქალაქიდან გააძევეს - "ჩვენი წესები აბუჩად აიგდეს, აუტანლად უგუნერები არიან"

ვენეციის ყველაზე დატვირთულ არხში ორი სერფერი ძრავიანი დაფებით ცურავდა, რაც კანონდარღვევაა. აღნიშნულმა ფაქტმა ქალაქის მერის რისხვა გამოიწვია. ქალაქის მთავარ არხში წყლის ავტობუსებსა და ნავებს შორის მოცურავე მამაკაცები ვიდეოზეც აღბეჭდეს თვითმხილველებმა და ინტერნეტში გამოქვეყნების შემდეგ, მათ საქციელს ხალხის აღშფოთება მოჰყვა.

ვენეციის მერმა, ლუიჯი ბრუნარომ წყვილის დასჯის ბრძანება გასცა. ადგილობრივი მედიის მიხედვით, ორივე სერფერი დააკავეს და დააჯარიმეს.

"ფოილ სერფინგი" სპორტის ერთ-ერთი სახეობაა და ხშირად ამ სპორტით დაკავებული ადამიანები ელექტროძრავიან დაფებს იყენებენ.

სერფინგი, ასევე კანოე, ვენეციის დიდ არხზე აკრძალულია. მიუხედავად ამისა, აკრძალვას ხელი არ შეუშლია ენთუზიაზმით სავსე სერფერებისთვის და ქალაქის ისტორიულ ცენტრში მაინც გაბედეს სერფინგი.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="it" dir="ltr">Ecco due imbecilli prepotenti che si fanno beffa della Città… chiedo a tutti di aiutarci a individuarli per punirli anche se le nostre armi sono davvero spuntate… servono urgentemente più poteri ai Sindaci in tema di sicurezza pubblica!<br>A chi li individua offro una cena! <a href="https://t.co/DV2ONO3hUs">pic.twitter.com/DV2ONO3hUs</a></p>&mdash; Luigi Brugnaro (@LuigiBrugnaro) <a href="https://twitter.com/LuigiBrugnaro/status/1559808148843765760?ref_src=twsrc%5Etfw">August 17, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ დგანან მამაკაცები ძრავიან დაფებზე, თვითმხილველები გაკვირვებულები უყურებენ. ერთ-ერთი სერფერი, როგორც ჩანს, ირგვლივ ფოტოებს იღებდა წყალში ჩავარდნამდე.

ვენეციის მერის განცხადებით, ორივე სერფერმა ამ საქციელით ქალაქი აბუჩად აიგდო. მანვე კანონდამრღვევებს "აუტანლად უგუნურები" უწოდა.

მედიის ცნობით, ორივე სერფერს ჩამოართვეს დაახლოებით 25 000 ევროს ღირებულების დაფები, ასევე არხში ნაოსნობის უსაფრთხოების დარღვევისთვის დააჯარიმეს და ქალაქიდან გააძევეს. თუმცა აქ არ მთავრდება ყველაფერი, მათ ქალაქის იმიჯის შელახვისთვის სისხლის სამართლებრივი დევნაც ემუქრებათ.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა