ავტორი:

როგორია ნიშნობის ცერემონია არაბული სამყაროს სამეფო ოჯახში - დედოფალ რანიასა და მეფე აბდულას ვაჟის მდიდრული ნიშნობის ფოტოები

როგორია ნიშნობის ცერემონია არაბული სამყაროს სამეფო ოჯახში - დედოფალ რანიასა და მეფე აბდულას ვაჟის მდიდრული ნიშნობის ფოტოები

იორდანიის დედოფალი რანია მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი და ის არაბული სამყაროს ყველაზე კაშკაშა და პოპულარული წარმომადგენელია. დედოფლის სტილი ხშირად მისაბაძია არა მხოლოდ არაბულ ქვეყნებში მცხოვრები ქალებისთვის, არამედ დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენლებისთვისაც. ის ცდილობს გარკვეული ცვლილებები შეიტანოს ქალების უფლებების დაცვის კუთხით.

სამეფო ოჯახში მალე ქორწილი გაიმართება. მეფე აბდულასა და დედოფალ რანიას უფროსი ვაჟი, პრინცი ჰუსეინი ქორწინდება. ჰუსეინი რაივა ხალედ ბინ მუსაედ ბინ აბდულაზიზ ალ საიფზე დაინიშნა. სამეფო ნიშნობის ამსახველი ფოტოები დედოფალმა რანიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ცერემონია საპატარძლოს მამის სახლში გაიმართა და მას 28 წლის პრინცის მშობლები ესწრებოდნენ. გარდა ამისა, ცერემონიაზე იყვნენ იორდანიის სამეფო ოჯახის სხვა წევრებიც.

დაათვალიერეთ ფოტოები:

დედოფალი რანია და მეფე აბდულა ვაჟთან და სარძლოსთან ერთად