ავტორი:

"მზად ვართ, დავიწყოთ ქართული ენის სწავლება სომხეთის ზოგიერთ სკოლაში" - სომხეთის განათლების მინისტრი

"მზად ვართ, დავიწყოთ ქართული ენის სწავლება სომხეთის ზოგიერთ სკოლაში" - სომხეთის განათლების მინისტრი

"მზად ვართ, დავიწყოთ ქართული ენის სწავლების პროცესი სომხეთის ზოგიერთ სკოლაში", - სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ვაჰრამ დუმანიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქართული ენის შესწავლა სავალდებულო არ იქნება.

”ჩვენ სულაც არ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ სკოლებზე, რომლებიც მდებარეობს ქვეყნის სასაზღვრო რეგიონებში,” - აღნიშნა დუმანიანმა.

მისი თქმით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.