ავტორი:

"მოუთმენლად ველი უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყანა" - ვინ არის და რას წერს ისრაელის ახალი ელჩი საქართველოში?

"მოუთმენლად ველი უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყანა" - ვინ არის და რას წერს ისრაელის ახალი ელჩი საქართველოში?

ისრაელს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს. ქალბატონი ჰადას მეიცადი საქმიანობას უკვე შეუდგა.

"ჩემთვის დიდი პატივია და უაღრესად მოხარული ვარ შევუდგე ჩემს საქმიანობას საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნული ელჩის რანგში.

ჰადას მეიცადი ისრაელში საქართველოს ელჩ ლაშა ჟვანიასა და საქართველოში ისრაელის ყოფილ ელჩ რან გიდორთან ერთად

ისრაელსა და საქართველოს მეგობრობისა და დიპლომატიური კავშირების მდიდარი ისტორია აქვთ. მოუთმენლად ველი საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში და ასევე, უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყანა", - წერს ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">&quot;I am happy and honored to start my post as the designated 🇮🇱 Ambassador to 🇬🇪. <br>Israel and Georgia have a rich history of friendship and diplomatic ties. I am looking forward to further deepening our close relations as well as to enjoy this beautiful country- Amb. Hadas Meitzad <a href="https://t.co/ZPE04py99b">pic.twitter.com/ZPE04py99b</a></p>&mdash; Israel in Georgia (@IsraelinGeorgia) <a href="https://twitter.com/IsraelinGeorgia/status/1560146988116721664?ref_src=twsrc%5Etfw">August 18, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
  • ელჩის მოკლე სამუშაო ბიოგრაფია:

დღემდე 2009-2022 წლებში ქალბატონი მეიცადი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, უფრო ადრე 2007-2010 წლებში კი გახლდათ ტოკიოში ისრაელის საელჩოს პრესმდივანი.

ტოკიოში მუშაობისას

ასევე 2006-2007 წლებში იყო ისრაელის საგარეო სსაქმეთა სამინისტროს კადეტი. ელჩს აქვს თელ-ავივის უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრაციის მაგისტრის ხარისხი.

საქართველოში მისმა წინამორბედმა რან გიდორმა ჩვენი საზოგადოების დიდი ყურადღება და პატივისცემა დაიმსახურა, ის საქართველოს დიდი გულშემატკივარია და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის არაფერს იშურებდა.

"ისრაელს ახალი ელჩი ჰყავს საქართველოში. ჩვენი ყველას დიდი მეგობრის, რან გიდორის ჩანაცვლება დიდი გამოწვევაა. დიდ წარმატებას ვუსურვებ!" - წერენ ქართველები სოციალურ ქსელებში.