ავტორი:

ფოტოები, სადაც მედიის ცნობით ის ფიზიკური დაზიანებები ჩანს, რომლებიც ანჯელინა ჯოლის ბრედ პიტმა მიაყენა - "ანჯღრევდა და ბოლოს საპირფარეშოს კედელზე მიანარცხა"

ფოტოები, სადაც მედიის ცნობით ის ფიზიკური დაზიანებები ჩანს, რომლებიც ანჯელინა ჯოლის ბრედ პიტმა მიაყენა - "ანჯღრევდა და ბოლოს საპირფარეშოს კედელზე მიანარცხა"

მედიაში ჰოლივუდის ვარსკვლავის, ანჯელინა ჯოლის მიერ FBI-სთვის გადაცემული ფოტოები გავრცელდა და არსებული ინფორმაციით, ამ ფოტოებზე ის დაზიანებებია აღბეჭდილი, რომლებიც 2016 წელს, კერძო თვითმფრინავში ბრედ პიტმა ჩხუბის დროს მიაყენა.

ფოტოების მიხედვით, მსახიობს ხელზე და იდაყვზე სისხლჩაქცევები აქვს.

ანჯელინამ გამოძიებას უთხრა, რომ ნასვამი ბრედ პიტი მას თვითმფრინავის საპირფარეშოში უყვიროდა, "თავში მოჰკიდა ხელები", ანჯღრევდა, ბოლოს საპირფარეშოს კედელზე მიანარცხა და უყვიროდა, რომ ის იყო მათი ოჯახის განადგურების მიზეზი.

მათი ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა სახელებიც ჩვენებაში შეცვლილია, საპირფარეშოს კარს მიღმა ტიროდნენ და ეკითხებოდნენ: "კარგად ხარ დედიკო? ". საპასუხოდ, პიტმა იყვირა: "არა, დედა არ არის კარგად. ის ამ ოჯახს ანადგურებს. ის გიჟია", - წერია ჯოლის ჩვენებაში.

მსახობის ნაამბობის მიხედვით, ამაზე ერთ-ერთმა ბავშვმა უპასუხა, დედა კი არა, შენ ხარ პრობლემაო, რაზეც პიტი გაბრაზდა და ბავშვისკენ მირბოდა, თითქოს შეტევას აპირებდა, რა დროსაც ანჯელინა მას ეცა და ყელზე მკლავი შემოაჭდო, მაგრამ ბრედმა თავი გაითავისუფლა და ცოლი სკამებზე მიანარცხა. ჯოლი ამტკიცებდა, რომ მან ამ დროს წელსა და იდაყვზე დაზიანებები მიიღო.

ჯოლიმ ისიც თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ისინი ლოს ანჯელესში ჩაფრინდნენ, ფიზიკური შეხლა-შემოხლა კიდევ ჰქონდათ და რომ პიტი 20 წუთის განმავლობაში უშლიდა ხელს მასა და ბავშვებს, რომ თვითმფრინავი დაეტოვებინათ.

მასალებში ასევე მოცემულია ფოტოების შავ-თეთრი ასლები, ასევე ჯოლის მიერ მიწოდებული ხელნაწერები, რომლებიც მისი შვილების დაწერილია და ინციდენტია აღწერილი.

მას შემდეგ, რაც FBI-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაასრულა, პიტს არავითარი დისკომოფრტი არ შექმნია და სამართალდამცველებს მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. "ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ამ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა რამდენიმე ფაქტორის გამო არ განხორციელდებოდა." - ნათქვამია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ არასათანადო გამოძიების გამო ანჯელინა ჯოლიმ FBI-საც უჩივლა.

ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად

მიუხედავად იმისა, რო წყვილი ახლა განქორწინებულია, ისინი თავიანთ არასრულწლოვან შვილებზე მეურვეობის მოპოვებისთვის თავდაუზოგავად იბრძვიან.

ანჯელინა და ნოქსი Universal Studios-ში, ყოფილ წყვილს შორის მიმდინარე დრამის ფონზე.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა