იაპონიაში ახალი კამპანიაა, რომელიც ახალგაზრდებს მეტი ალკოჰოლური სასმლის დალევისკენ უბიძგებს

იაპონიაში ახალი კამპანიაა, რომელიც ახალგაზრდებს მეტი ალკოჰოლური სასმლის დალევისკენ უბიძგებს

იაპონიის მთავრობას ახალი პრობლემა აქვს - ახალგაზრდები საკმარისად ბევრ ალკოჰოლურ სასმელებს არ სვამენ. მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ბარები და სხვა დაწესებულებები ძლიერ დაზარალდა კოვიდშეზღუდვებით, რამაც ალკოჰოლური სასმელების გაყიდვებზე და მიღებულ შემოსავალზე გავლენა იქონია. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კი ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ახალი გზები მონახოს ახალგაზრდების წასახალისებლად, რათა მეტი დალიონ.

"Sake Viva!" არის კამპანია, რომელსაც ეროვნული საგადასახადო სააგენტო აკონტროლებს. ის მონაწილეებს იწვევს, რომ თავიანთი იდეები წარადგინონ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება "ახალგაზრდებში სასმელზე მოთხოვნილებების სტიმულირება" ალკოჰოლზე ახალი სარეკლამო მეთოდების, პროდუქტების, დიზაინის და თუნდაც, გაყიდვის ტექნიკის გამოყენებით. განაცხადები 9 სექტემბრამდე მიიღება და ფინალისტები ექსპერტთა კონსულტაციაზე იქნებიან მოწვეული. შეჯიბრების ფინალური ტური ნოემბერში, ტოკიოში გაიმართება.

ახალ კამპანიას ყველა სიხარულით არ შეხვედრია. "ხუმრობთ? ალკოჰოლისგან თავის არიდება კარგია!" - წერს "ტვიტერის" ერთ-ერთი მომხმარებელი. სხვებმა აღნიშნეს, რომ სამთავრობო სააგენტოსთვის ახალგაზრდების ალკოჰოლის მიღებაზე წახალისება არაეთიკურია, რომ კამპანია არ ითვალისწინებს ჯანმრთელობის რისკებს და ალკოჰოლიზმით დაავადებულთა მიმართაც არასენსიტიურია.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა