ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ გადაწყვიტა ჩაებარებინა ნარკოტესტი, რათა გაექარწყლებინა მის მიმართ გაჩენილი ეჭვები, რაც გამოიწვია ინტერნეტში გამოჩენილმა სკანდალურმა ვიდეომ, რომელშიც ჩანს ახალგაზრდა პრემიერი წვეულებაზე, ცნობილი ადამიანების გარემოცვაში, რა მხიარულად ატარებს დროს. კადრებში ჩანს, როგორ მღერის და ცეკვავს ფინეთის პირველი პირი მეგობრებთან ერთად.

A viral video shows Finnish PM #SanaMarin celebrating an evening with her friends.

It is noteworthy that the 36-year-old Marin, considered the youngest PM in #Finland’s history, was previously criticised for spending a lot of her time at parties, festivals and nightclubs pic.twitter.com/9zQ3nJvMgj
— خالد اسكيف (@khalediskef) August 18, 2022

ამ ვიდეოს გასაჯაროების შემდეგ რიგმა პოლიტიკოსებმა ივარაუდეს, - ამ საკმაოდ ხმაურიან წვეულებაზე ვიღაც-ვიღაცები შესაძლოა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშაც ყოფილიყვნენო... 36 წლის მარინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტესტი უკვე ჩააბარა და მომავალ კვირას მის პასუხს ელოდება. ამასთანავე, მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ არასდროს გამოუყენებია ნარკოტიკები. პრემიერი წვეულებაზე ცეკვავდა, რა დროსაც გადაუღეს ვიდეო და სკანადალიც ამას მოჰყვა. "მე კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩამიდენია, ახალგაზრდობაშიც კი არ გამისინჯავს ნარკოტიკები", - განაცხადა მან. მისი თქმით, ნარკოტესტი გაიკეთა იმიტომ, რომ დაუსვას წერტილი გავრცელებულ ხმებს და იქვე ახსენა უდანაშაულობის პრეზუმბციაც.
იხილეთ ასევე: