ავტორი:

"გაზპრომი" აგვისტოს ბოლოს, სამი დღით საკვანძო მილსადენს დახურავს, რომელიც ბუნებრივი გაზით ევროპას ამარაგებს

"გაზპრომი" აგვისტოს ბოლოს, სამი დღით საკვანძო მილსადენს დახურავს, რომელიც ბუნებრივი გაზით ევროპას ამარაგებს

რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომის“ განცხადებით, აგვისტოს ბოლოს, სამი დღით საკვანძო მილსადენს დახურავს, რომელიც ბუნებრივი გაზით ევროპას ამარაგებს.

მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი ზეწოლას გაზრდის ევროპულ ქვეყნებზე, რომლებიც საარსებო მინიმუმის კრიზისს ებრძვიან.

"გაზპრომის“ ინფორმაციით, მილსადენის სამი დღით დახურვა „რუტინული ტექნიკური სამუშაოებითაა" განპირობებული.

ამჟამად მილსადენში გაზი მისი ნომინალური სიმძლავრის მხოლოდ 20%-ით მიედინება.