ავტორი:

სოფელ მოსაბრუნის და სოფელ ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტები გაიხსნა

სოფელ მოსაბრუნის და სოფელ ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტები გაიხსნა

3-წლიანი იზოლაციის შემდეგ, სოფელ მოსაბრუნის და სოფელი ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტები გაიხსნა. ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა ყოველი თვის 20 რიცხვიდან, თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით მიეცემა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება.

უწყების ცნობით, ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების აღნიშნული რეჟიმი ძალაში 2022 წლის 31 დეკემბრამდე იქნება.