ავტორი:

ავარია თურქეთში - დაღუპულია 16 და დაშავებულია 21 ადამიანი

ავარია თურქეთში - დაღუპულია 16 და დაშავებულია 21 ადამიანი

თურქეთში, თარსუსი-ადანა-გაზიანთეფის გზაზე, საინფორმაციო სააგენტო "იჰლასის“ სატრანსპორტო საშუალებას სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავარიის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე, 4 მედპერსონალი, 2 ჟურნალისტი. დაშავებულია 21 ადამიანი.

შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.