ავტორი:

"ვიღაცამ დამიწერა, ლაშა ნაკაიძე თქვენიანი იყო და კაცურად არ უნდა გაგეწირათო... ის, რასაც თქვენ “კაცობას” ეძახით, ჩემთვის სხვა რამეს ნიშნავს" - რას წერს ბექა ყორშია ყოფილ კოლეგაზე?

"ვიღაცამ დამიწერა, ლაშა ნაკაიძე თქვენიანი იყო და კაცურად არ უნდა გაგეწირათო... ის, რასაც თქვენ “კაცობას” ეძახით, ჩემთვის სხვა რამეს ნიშნავს" - რას წერს ბექა ყორშია ყოფილ კოლეგაზე?

"მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია ყოფილი კოლეგის, სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაპატიმრებული ლაშა ნაკაიძის შესახებ მორიგ და როგორც თავად წერს, უკანასკნელ პოსტს აქვეყნებს.

ჟურნალისტი "ფეისბუქში" წერს, რომ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ ნაკაიძის მიერ ქალზე ძალადობა დაგმო, ამას ადამიანების გარკვეულ ჯგუფში კრიტიკა მოჰყვა.

"ჩვენს საზოგადოებაში “მამაკაცურობის” აღქმა აბსოლუტურად ატროფირებულია. მამაკაცი ცდილობს, სრულად ფლობდეს ქალს - ერთი მხრივ ფლობდეს მის სხეულს, მეორე მხრივ - მის ემოციებზე ჰქონდეს დაწესებული ექსკლუზიური კონტროლი. მამაკაცი მუდამ საკუთარი უპირატესობის მტკიცებაშია. თუ გახსოვთ, ადრე, წლების წინ, ერთი სასაცილო სენტენცია გვხვდებოდა მიმებად - “კოჭებს დაგიხვრეტ და სულ ხელით გატარებ” - რაც არ უნდა აბსურდულად, სასაცილოდ, ან გულისამრევად ჟღერდეს ეს სიტყვები, რეალობაა. ასე უყურებს ქართველი მამაკაცების უმრავლესობა ქალს, რომელიც შეიძლება უყვარდეს კიდეც, მარა ეს სიყვარულიც ატროფირებულია, ურბანულ ენაზე რომ ვთქვათ, “ასეთი სიყვარული არ გაიშვა”, რადგან იმთავითვე ძალადობაზე დგას. ძალადობა და სიყვარული კიდე ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია.

ახლა ეს რას მოვაყოლე, ვიღაცამ დამიწერა კომენტარებში, ლაშა ნაკაიძე თქვენიანი იყო და კაცურად არ უნდა გაგეწირათო. ეს ე.წ “კაცობა” მე სხვანაირად მესმის, მეგობრებო, და ის არანაირად არ გულისხმობს ქალზე ძალადობის, ცემის, ტყეპის, გაუპატიურების “გაპრავებას”. ის, რასაც თქვენ “კაცობას” ეძახით, ჩემთვის სხვა რამეს ნიშნავს. როგორც მამაჩემი მეტყოდა, “უკვე პატარა ბიჭი აღარ ხარ, ბექა”, ამ 27 წლის განმავლობაში უამრავი ურთიერთობა დამიგროვდა, მათ შორის - სასიყვარულო. არცერთი ჩემი პარტნიორისთვის არათუ ფიზიკური, მარტივი სიტყვიერი შეურაცხყოფაც არ მიმიყენებია. ჩემი “კაცობის” დასამტკიცებლად ეს არასდროს დამჭირვებია. თუ მაინც და მაინც ძალაზე ხარ, ან საკუთარი ეგოს გამოკვება გინდა, ნაძირლები დაილია ამ ქვეყანაზე, შეჩემა ? თუ ტ..კი გაქვს, მაგათ ებრძოლე, მაგათ გაუჭედე, მაგათ აფურთხე და აგინე, მარა ამას არ იზამ, რადგან ის ქალი, რომელსაც უყვარხარ და გენდობა, ბევრად მარტივი დასაჩაგრია.

ეს არის ჩემი სულ ბოლო კომენტარი ამ თემაზე." - წერს ყორშია.

"მთავარი არხის" ყოფილ წამყვანს, ლაშა ნაკაიძეს, 18 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯემალ კოპალიანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

უწყების ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.