ავტორი:

თურქეთში, მარდინის პროვინციაში ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 29 ადამიანი - ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა

თურქეთში, მარდინის პროვინციაში ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 29 ადამიანი - ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა

თურქეთში, მარდინის პროვინციაში მომხდარ ავარიას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 29 ადამიანი.

თურქული მედიის ცნობით, ავარია მარდინის პროვინციაში მოხდა. ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა და ამოტრიალდა. მოგვიანებით, საპირისპირო გზიდან მომავალი სატვირთო ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას დაეჯახა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.

შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთში კიდევ ერთი ავარია გაზიანთეფის პროვინციაში მოხდა. თურქული მედიის ცნობით, საინფორმაციო სააგენტო „იჰლასის“ სატრანსპორტო საშუალებას სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა, რის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე, 4 მედპორსონალი, 2 ჟურნალისტი.