ავტორი:

მერაბ დვალიშვილის მოქმედება გამარჯვების შემდეგ, რომლის გამოც, მას "ნამდვილი რაინდი" უწოდეს - როგორ მოექცა ის დამარცხებულ ჟოზე ალდოს (ფოტოები, ვიდეო)

მერაბ დვალიშვილის მოქმედება გამარჯვების შემდეგ, რომლის გამოც, მას "ნამდვილი რაინდი" უწოდეს - როგორ მოექცა ის დამარცხებულ ჟოზე ალდოს (ფოტოები, ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ლეგენდარულ ბრაზილელ სპორტსმენს, ჟოზე ალდოს დაუპირისპირდა და სამრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვება ქართველმა მოიპოვა.

დაპირისპირება დვალიშვილის დომინაციით მიმდინარეობდა და მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებულიც ის გახდა.

მას შემდეგ რაც მსაჯებმა გამარჯვებულად მერაბ დვალიშვილი გამოაცხადეს, ქართველი სპორტსმენი დამარცხებულ ჟოზე ალდოსთან მივიდა და მის მიმართ პატივისცემა გამოხატა. დვალიშვილი ალდოს გადაეხვა და ხელზე აკოცა.

"როგორც ჩვენი მერაბ დვალიშვილი მოექცა გამარჯვების შემდეგ ბრაზილიელ ხოზე ადოს, - როცა სასტიკი სამრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ ჩაეხუტა და ხელზე აკოცა დამარცხებულს, - ეს იყო ნამდვილი რაინდის ღირსეული და მისაბაძი საქციელი", - წერს სოციალურ ქსელში კობა ლიკლიკაძე.

ნახეთ ვიდეო: