ავტორი:

"დანაშაული, რომელმაც დარია დუგინა იმსხვერპლა, იყო დაგეგმილი და შეკვეთილი, ჩაუდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა" - რა დაადგინა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა

"დანაშაული, რომელმაც დარია დუგინა იმსხვერპლა, იყო დაგეგმილი და შეკვეთილი, ჩაუდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა" - რა დაადგინა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა

მოპოვებული მონაცემების გათვალისწინებით, გამოძიება მიიჩნევს, რომ დანაშაული, რომელმაც ჟურნალისტი და პოლიტოლოგი დარია დუგინა იმსხვერპლა, წინასწარ იყო შეკვეთილი და დაგეგმილი. "რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს.

"ამ დროისთვის უკვე დადგინდა, რომ მძღოლის მხარეს, მანქანის ძირზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული. დარია დუგინა, რომელიც ავტომანქანას მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა", - აცხადებენ კომიტეტში.

შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგამოძიებო კომიტეტის კრიმინალისტიკის მთავარი სამმართველოს გამომძიებლები და სპეციალისტები. ექსპერტმა დამწვარი მანქანა დაათვალიერა, ის სპეციალიზებულ ავტოსადგომზე გადაიყვანეს. ამოღებულია მანქანის ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერიც.