ავტორი:

1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეჭრის წლისთავზე, ჩეხეთის მოქალაქეები უკრაინას 1968 კრონას ურიცხავენ

1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეჭრის წლისთავზე, ჩეხეთის მოქალაქეები უკრაინას 1968 კრონას ურიცხავენ

ჩეხეთში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის 21 აგვისტოს საბჭოთა და ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების ჯარების შეჭრის აღსანიშნავად ჩეხეთის მოქალაქეები უკრაინას, რუსეთთან ომში დასახმარებლად, ზუსტად 1968 ($80) ჩეხურ კრონას ურიცხავენ.

ჩეხეთის მოქალაქეები იყენებენ გადახდის საგანგებო კოდს, რათა გადარიცხონ უკრაინის საელჩოს მიერ შექმნილ ანგარიშზე 1968 კრონა.

"შაბათ-კვირასაც კი ათასობით ადამიანი გვირიცხავს 1968 კრონას, დიდი მადლობა, ჩეხო მეგობრებო!“ - წერს საელჩო "ტვიტერზე".

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="cs" dir="ltr">P.S. Na účet velvyslanectví na podporu ukrajinské armády (<a href="https://t.co/bhd3WYIrh0">https://t.co/bhd3WYIrh0</a>) nám i o víkendu chodí desítky a desítky plateb o částce &quot;1968 Kč&quot;, děkujeme mockrát, čeští přátelé!<a href="https://twitter.com/hashtag/StandWithUkraine?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#StandWithUkraine</a></p>&mdash; UKR Embassy in CZE (@UKRinCZE) <a href="https://twitter.com/UKRinCZE/status/1561042137919246336?ref_src=twsrc%5Etfw">August 20, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

1968 წლის 21 აგვისტოს, საბჭოთა და ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების ჯარებმა გადაკვეთეს ჩეხოსლოვაკიის საზღვრები, რათა ჩაეხშოთ "პრაღის გაზაფხულად“ წოდებული წინააღმდეგობის მოძრაობა, რასაც მოჰყვა ათობით მშვიდობიანი მოქალაქის განადგურება, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.