ავტორი:

სისხლიანი დაპირისპირება თელავში - დაჭრილია ანტიკვარიატის მაღაზიას მფლობელი, 50 წლამდე მამაკაცი

სისხლიანი დაპირისპირება თელავში - დაჭრილია ანტიკვარიატის მაღაზიას მფლობელი, 50 წლამდე მამაკაცი

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. ის ქვედა კიდურის არეში ცივი იარაღითაა დაჭრილი.

არსებული ინფორმაციით, დაჭრას, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილი მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ცნობილია, რომ მამაკაცი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ანტიკვარიატის მაღაზიას ფლობდა, თუმცა უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი მის ბიზნესს, ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.