ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი დუბლი იტალიის ჩემპიონატში - ნახეთ, როგორ სკანდირებს მარადონას სახელობის სტადიონი მის სახელსა და გვარს

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი დუბლი იტალიის ჩემპიონატში - ნახეთ, როგორ სკანდირებს მარადონას სახელობის სტადიონი მის სახელსა და გვარს

"ნაპოლის" მარადონას სახელობის სტადიონზე ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მეორე ტურშიც გამოიჩინა თავი - "მონცასთან" საშინაო მატჩის 35-ე წუთზე მან შორიდან ულამაზესი დარტყმით ნეაპოლელები დააწინაურა, მეორე გოლი კი ოსიმენმა კომპენსირებულ დროში გაიტანა.

პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" იგებდა - 2:0.

მეორე ტაიმში, 62-ე წუთზე ხვიჩამ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და დუბლი შეასრულა. საჯარიმოში მცველები გააბითურა და გოლიც შეაგდო. კვარაცხელია 70-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრის დასასრულს კორეელმა მცველმა კიმ მინმა თავურით დალაშქრა დი გრეგორიოს კარი და "ნაპოლიმ" კვლავ დამაჯერებლად 4:0 იმარჯვა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის პირველ 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნახეთ, როგორ სკანდირებს მარადონას სახელობის სტადიონი ხვიჩა კვარაცხელიას სახელსა და გვარს.