ავტორი:

ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა აიღო "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ” - ისინი რუსეთის პრეზიდენტსაც ემუქრებიან: "პუტინს გადავაყენებთ და გავანადგურებთ"

ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა აიღო "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ” - ისინი რუსეთის პრეზიდენტსაც ემუქრებიან: "პუტინს გადავაყენებთ და გავანადგურებთ"

რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვლადიმერ პუტინის რეჟიმის პროპაგანდისტისა და იდეოლოგის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა აიღო "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ”. დაჯგუფება განადგურებით დაემუქრა რუსეთის პრეზიდენტსაც. შესაბამისი განცხადება მათ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს.

მოსკოვის რეგიონში მისი მანქანის აფეთქება პარტიზანული ქმედებაა, რომლის მიზანია კრემლის რეჟიმის წინააღმდეგობის გაწევა. ამის შესახებ ტელეკომპანია "თებერვლის დილის" ეთერში ოპოზიციის ლიდერმა ილია პონომარეევმა განაცხადა. ეთერში მან წაიკითხა ეროვნული რესპუბლიკური არმიის მანიფესტი, რომელიც ილია პონომარევს მიაწოდეს "როსპარტიზანის" არხით და სთხოვეს გამოეცხადებინა, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდნენ:

ილია პონომარეევი

"ჩვენ, რუსი აქტივისტები, სამხედროები და პოლიტიკოსები, ახლა უკვე პარტიზანები და "ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლები", კანონგარეშე ვაყენებთ ომის გამჩაღებლებს, ყაჩაღებისა და რუსეთის ხალხების მჩაგვრელებს!

ჩვენ პრეზიდენტ პუტინს ვაცხადებთ ძალაუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავურ ხალხებს შორის და გაგზავნა რუსი ჯარისკაცები უაზრო სიკვდილისთვის.

ზოგისთვის სიღარიბე და კუბოები, ზოგისთვის სასახლეები - ეს არის მისი პოლიტიკის არსი.

ჩვენ გვჯერა, რომ უუფლებო ადამიანებს აქვთ უფლება აჯანყდნენ ტირანების წინააღმდეგ.

პუტინს გადავაყენებთ და გავანადგურებთ!

ჩვენი მიზანია შევაჩეროთ რუსეთისა და მისი მეზობლების ნგრევა, შევაჩეროთ კრემლის რამდენიმე ბიზნესმენის საქმიანობა, რომლებმაც მიითვისეს ჩვენი ხალხის სიმდიდრე და დღეს დანაშაულს სჩადიან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.

რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და რეგიონული ადმინისტრაციების თანამდებობის პირებს უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ - ვინც არ გადადებს უფლებამოსილებას, გავანადგურებთ.

ბიზნესმენებს, რომლებიც ფულს კორუფციითა და ჩინოვნიკებთან კავშირებით შოულობენ, სამშობლოს მოღალატეებად და უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ. ვინც არ მოინანიებს და საჯაროდ არ ილაპარაკებს, ამ ხელისუფლებისა და მისი ომის წინააღმდეგ და ისინი თავად განადგურდებიან ჩვენ მიერ.

ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ. ვინც იარაღს არ დაადებს და მხრებიდან ჩინს არ ჩამოიხსნის, ჩვენგან განადგურდება.

ჩვენ გვახსოვს რუსეთში სახლების დაბომბვა, რამაც პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა. ჩვენ ვიცით, რომ რეჟიმი არ შეჩერდება არცერთ ყველაზე ამაზრზენ დანაშაულზე. ჩვენ ვიბრძვით ძალაუფლების მქონე პირების წინააღმდეგ. სამოქალაქო ობიექტებს და მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ დავესხმებით და თუ პუტინის უშიშროების ძალები ასეთ პროვოკაციებს მოაწყობენ და მსხვერპლს მოგვაწერენ, არ დაუჯეროთ!

მოვუწოდებთ რუსეთის არმიის ჯარისკაცებს, შეწყვიტონ სროლა ჩვენი ძმების წინააღმდეგ სხვა ქვეყნებიდან - საქართველოდან, სირიიდან და სხვა.

მოვუწოდებთ ყველა რუსს შეუერთდეს ჩვენს რიგებს და პუტინის ხელისუფლების მიერ შეურაცხყოფილი სამფერის ნაცვლად ახალი რუსეთის თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშა აღმართოს.

მოვუწოდებთ მათ, ვინც მზად არის ბრძოლისთვის, მიბაძოს ჩვენს მაგალითს და დაამხოს ეს არაადამიანური, თვალთმაქცური და ანტიხალხური რეჟიმი!

ჩვენ მიუღებლად ვთვლით, რომ მთელ მსოფლიოში დაიწყეს ომის დანაშაულების გამო რუსების ცილისწამება - ეს მათი დანაშაულია ვისაც არც ეროვნება აქვს და არც სამშობლო და უყვარს მხოლოდ ფული და ძალაუფლება.

მსოფლიო არ არის რუსეთის მტერი და რუსეთი არ არის კაცობრიობის მტერი და ამას ჩვენ საქმით დავამტკიცებთ.

ჩვენ დავიცავთ ყველას, ვინც მიჰყვება ჩვენს მოწოდებას. ყველა, ვინც ახორციელებს ჩვენს პროგრამას რეჟიმის შეცვლამდე, თავისუფლდება უზურპატორის კანონმდებლობით პასუხისმგებლობისგან.

ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ჩვენ დაუყოვნებლივ გავათავისუფლებთ პუტინის ხელისუფლების მიერ უკანონოდ მსჯავრდებულებს.

ჩვენ მივცემთ თავისუფლებას რუსეთში მცხოვრებ ყველა ხალხს და ავაშენებთ ახალ საზოგადოებას - საზოგადოებას ოლიგარქების გარეშე, კორუფციის გარეშე, თანამდებობის პირების თვითნებობის გარეშე, სიღარიბის გარესე.

საზოგადოება, რომელშიც ყველა დაჯილდოვებულია თავისი საქმის მიხედვით. საზოგადოება ომებისა და ძალადობის გარეშე.

საზოგადოება, რომელშიც ძალაუფლება იქნება ხალხის საკუთრება, სადაც მოქალაქეები თავად აირჩევენ ლიდერებს და თავად მოაწყობენ თავიანთი ქალაქებისა და სოფლების ცხოვრებას.

საზოგადოება, რომელშიც მმართველები ვერ შეძლებენ ადამიანთა სიცოცხლე გაწირონ საკუთარი სიდიადისთვის, არამედ იფიქრონ განათლებაზე, მედიცინაზე და მეცნიერულ პროგრესზე.

საზოგადოება, რომელშიც ყველა იამაყებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზეა დაბადებული და მასში ცხოვრება მოუნდება!

გაუმარჯოს თავისუფალ რუსეთს!

სადაც არ უნდა იყოთ - იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ჩვენთან, იბრძოლეთ ჩვენზე უკეთ!

გავწმინდოთ ჩვენი სამშობლო სიბინძურისგან! გამარჯვება ჩვენი იქნება!

დაგვიკავშირდით "როსპარტიზანის" "ტელეგრამის არხის" მეშვეობით...“ - წერენ ისინი.

ილია პონომარევმა მხარი დაუჭირა ეროვნული რესპუბლიკური არმიის მოქმედებებს. მისი თქმით, ის არ ომობს მშვიდობიან მოსახლეობასთან და არ განახორციელებს ქმედებებს სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ.

პონომარეევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ასევე შეიქმნა რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და თავისუფალი რუსეთის ლეგიონი, რომლებიც ამ ომის ფრონტებზე იბრძოდნენ პუტინის დამპყრობლებთან...

ილია პონომარევმა მოუწოდა ყველას, ვისაც სურს პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, შეუერთდნენ NRA-ს, უზრუნველყონ წინააღმდეგობის ყველა შესაძლო მხარდაჭერა და დაუკავშირდნენ "როსპარტიზანის" "ტელეგრამის" არხს. წყარო

იხილეთ ასევე: