ავტორი:

"რუსეთი გაატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც მის ინტერესებს შეესაბამება" - ვლადიმერ პუტინი

"რუსეთი გაატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც მის ინტერესებს შეესაბამება" - ვლადიმერ პუტინი

რუსეთი, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი ძალა, მსოფლიო ასპარეზზე გაატარებს მხოლოდ იმ პოლიტიკას, რომელიც მის ფუნდამენტურ ინტერესებს აკმაყოფილებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

"რუსეთი არის ძლიერი, დამოუკიდებელი მსოფლიო ძალა. ჩვენ მტკიცედ ვატარებთ საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ იმ პოლიტიკას, რომელიც შეესაბამება სამშობლოს ფუნდამენტურ ინტერესებს", - განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, მისწრაფება, იცხოვრონ საკუთარი ნებით და არ დაუშვან გარე ძალების დიქტატი, რუსების გენეტიკური კოდის ნაწილია.