ავტორი:

"ჭურვები სხვადასხვა მიმართულებიდან მოფრინავს" - დონეცკში რუსული საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა

"ჭურვები სხვადასხვა მიმართულებიდან მოფრინავს" - დონეცკში რუსული საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა

ოკუპირებულ დონეცკში აფეთქებების ხმა ისმის. თვითმხილველების თქმით, რუსული საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა, - ამის შესახებ ადგილობრივი Telegram არხები იუწყებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰიპერმარკეტ "აშანის“ მიდამოში ხანძარი მძვინვარებს. კადრებში ჩანს, რომ ხანძრის მასშტაბები დიდია.

გავრცელებულ კადრებში ძლიერი აფეთქებების ხმაც ისმის.

თვითმხილველების თქმით, "ჭურვები სხვადასხვა მიმართულებიდან მოფრინავს და ფანჯრებთან დგომა სახიფათოა".