ავტორი:

რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ მეგობარ გოგონაზე დასმულ შეკითხვას -  იტალიური გამოცემა "ნაპოლის" ახალ "ჯოკერზე" წერს

რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ მეგობარ გოგონაზე დასმულ შეკითხვას -  იტალიური გამოცემა "ნაპოლის"  ახალ "ჯოკერზე" წერს
  • "კვარაშოუ" - "ვინ არის "ნაპოლის" ახალი "ჯოკერი" - იტალიური გამოცემა ხვიჩაზე...

ხვიჩა კვარაცხელია სერია A- ში შესანიშნავად ასპარეზობას განაგრძობს. მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენებურმა "მონცას" წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და ეფექტური გოლებით "ნაპოლის" მორიგი მატჩი მოაგებინა.

იტალიური გამოცემა Corrieredellumbria.it ქართველის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და "კვარას" "ნაპოლის" ახალ ჯოკერს უწოდებს.

"ახალგაზრდა გარემარბმა ხმაურიანად დაიწყო, 3 გოლი და საგოლე გადაცემა მხოლოდ 2 მატჩში, სპალეტიმ კარგი გუნდი ჩამოაყალიბა, სადაც უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს.

საქმისადმი მისი მიდგომა გასაოცარია, კვარაცხელიას ერთ-ერთ ინტერვიუში მეგობარი გოგონას შესახებ ჰკითხეს, მასთან ერთად იცხოვრებდა თუ არა იტალიაში, "ჯერ-ჯერობით ჩემთან არ ჩამოვა, მან უნდა ისწავლოს და ამის დრო არ აქვს, მე მჭირდება სიმშვიდე და კონცენტრაცია ფეხბურთზე". წაიკითხეთ სრულად

იხილეთ ასევე: