ავტორი:

"კადიროველი" ძენგოვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, საქართველოში ერთობა" - ქეთა თოფურიას ქმარი ისევ თბილისშია: რა ფოტოებს აქვეყნებს მარიამ გეგუჩაძე?

"კადიროველი" ძენგოვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, საქართველოში ერთობა" - ქეთა თოფურიას ქმარი ისევ თბილისშია: რა ფოტოებს აქვეყნებს მარიამ გეგუჩაძე?

იტალიაში საკონცერტო ტურნეს შემდეგ, ქეთა თოფურია, ქმართან ერთად, საქართველოში დაბრუნდა. რუსი ბიზნესმენი ლევ ძენგოვი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც რამზან კადიროვის მრჩეველი, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საქართველოში მეუღლესთან ერთად ხშირად ჩამოდის. ცნობილია, რომ თოფურიამ უკვე რამდენიმე წელია, წყნეთში ძვირადღირებული აგარაკი აიშენა. ძენგოვის თბილისში ყოფნის დამადასტურებელი ფოტოები, მოძრაობა "სირცხვილიას“ აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

"კადიროველი" ძენგოვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული (აფხაზეთში იყო რამდენჯერმე) ერთობა საქართველოში და უკრაინელ ჟურნალისტს, ანტიპუტინისტ გორდონს ეს მთავრობა საზღვრიდან აძევებს. აი, მეტი როგორ უნდა თქვას ამ მთავრობამ, რომ რუსია.

პ.ს. ძენგოვი ქეთა თოფურიას ქმარია, ქეთაც გვერდზე ეჯდა. ვერ მოვახერხე უბრალოდ ფოტოს გადაღება", - წერს მარიამ გეგუჩაძე.

როგორც ზევით გიყვებოდით, ჯერ კიდევ ივლისში, როდესაც ქეთა ქმართან ერთად სტუმრობდა თბილისს, წყარო გვიყვებოდა, რომ ძენგოვისთვის საქართველოში სტუმრობა ჩვეულებრივი ამბავია. თუ ის ნამდვილად იმყოფებოდა აფხაზეთში და დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, გამოდის, რომ ქართველების სიძე ცოლის სამშობლოში უკანონოდ შემოდის.

ქეთა თოფურია ქმართან ერთად საქართველოშია - როგორ ატარებს მომღერალი დროს სამშობლოში? - ის მალე იტალიაში წასვლას გეგმავს, სადაც ბოჩელის კონცერტზე იმღერებს (ფოტოები)

ქეთა თოფურია და ლევ ძენგოვი 2020 წლის ნოემბერში დაქორწინდნენ, რამდენიმე თვეში კი საერთო ვაჟი, ადამი შეეძინათ.

ძენგოვის წარსულისა და რამზან კადიროვთან მეგობრობის შესახებ, ambebi.ge-მ მკითხველს ვრცელი სტატია ჯერ კიდევ მარტის თვეში შესთავაზა...

ქეთა თოფურიას მეუღლის მჭიდრო კავშირი კადიროვთან და თანამდებობა ჩეჩნეთის მთავრობაში - ვინ არის რეალურად ლევ ძენგოვი: ბიზნესმენი ფსევდონიმითა და დიპლომატიური საქმიანობით