თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ჩავიდა.
მინისტრის განცხადებით, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში 150 სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო, რომლებსაც სტიქიასთან ბრძოლის გამოცდილება აქვთ.
"პირველ ეტაპზე ჩვენ 150- სამხედრო მოსამსახურე გამოვიყვანეთ, რომლებსაც სტიქიასთან ბრძოლის გამოცდილება აქვთ შესაბამისი ტექნიკით. თქვენ ხედავთ, რომ დღეს უკვე შედეგი მივიღეთ და იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე სტიქია უახლოეს დღეებში დასრულდება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.