ავტორი:

"ე.წ. დოკუმენტი, რითაც ცდილობენ, დაამტკიცონ "აზოვის“ მონაწილეობა დუგინას აფეთქებაში, სხვა არაფერია თუ არა "აზოველების“ "ტრიბუნალისთვის" მომზადება" - "აზოვი"

"ე.წ. დოკუმენტი, რითაც ცდილობენ, დაამტკიცონ "აზოვის“ მონაწილეობა დუგინას აფეთქებაში, სხვა არაფერია თუ არა "აზოველების“ "ტრიბუნალისთვის" მომზადება" - "აზოვი"

"აზოვის" პოლკი დარია დუგინას მკვლელობის ბრალდებას ტელეგრამის ოფიციალურ არხზე გავრცელებული განცხადებით გამოეხმაურა.

მიმართვაში ნათქვამია, რომ ოფიციალური მოსკოვის აღნიშნული ბრალდება ემსახურება იმას, რომ რუსეთში გამყარდეს საზოგადოებრივი აზრი "აზოვის" პოლკის ტყვეობაში მყოფი ჯარისკაცების წინააღმდეგ დაგეგმილი "ტრიბუნალის" აუცილებლობის შესახებ.

"ქალს, რომლის სახელი და სამხედრო პირადობის მოწმობა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა რუსი პროპაგანდისტის, დუგინის ქალიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის გამოძიების შესახებ, არანაირი კავშირი არ აქვს "აზოვის" პოლკთან და ის არასდროს ეკუთვნოდა ჩვენს დანაყოფს.

ე.წ. დოკუმენტი, რომლითაც რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ დაამტკიცონ „აზოვის“ მონაწილეობა დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებაში, რეალურად სხვა არაფერია თუ არა მათი მორიგი „სავიზიტო ბარათი“. თავად ტერორისტული თავდასხმა კი არის „აზოველების“ "ტრიბუნალისთვის" მომზადება. აღნიშნული ქმედებით რუსეთი ამძაფრებს თავისი მოქალაქეების საზოგადოებრივ აზრს ასეთი სასამართლოს აუცილებლობასთან დაკავშირებით.

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ უკრაინელი სამხედროების ამ უკანონო სასამართლო პროცესს და მოვუწოდებთ ყველას, ვისაც შესწევს ძალა, შეაჩეროს ეს პროცესი და გააკეთოს ყველაფერი, რათა არ განხორციელდეს ე.წ. „ტრიბუნალი“, - ნათქვამია "აზოვის" პოლკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს და ჩაიდინეს. რუსული სპეცსამსახურებს თქმით, დამნაშავე არის უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი, რომელიც, ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, არის "აზოვის" პოლკის წევრი.