ავტორი:

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის “ღამის სერენადების” პრესკონფერენცია გაიმართება

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის “ღამის სერენადების” პრესკონფერენცია გაიმართება

24 აგვისტოს, 14 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის “ღამის სერენადების” პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციას დაესწრებიან ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე, ფესტივალის დირექტორი და კომპანია “არტ ალიანსის” დამფუძნებელი ნინა ცაგარელი.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: ანდრეს გაბეტა (ვიოლინო, საფრანგეთი) გლორია კამპანერი (ფორტეპიანო, იტალია), ალესანდრო კარბონარე (კლარნეტი, იტალია), მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია), საბინე გროფმაიერი (კლარნეტი, გერმანია), ქეითი მაჰანი (ფორტეპიანო, აშშ) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები”.

ფესტივალის დამფუძნებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, დირექტორი ნინა ცაგარელი. ფესტივალ „ღამის სერენადების“ ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“. ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იტალიის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან არსებული ფრანგული ინსტიტუტი. ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია კოპანია „არდი“. ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.