ავტორი:

"ის რუსი ხალხისთვის მოკვდა“ - მოსკოვში დარია დუგინას დაკრძალვაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა (ფოტოები)

"ის რუსი ხალხისთვის მოკვდა“ - მოსკოვში დარია დუგინას დაკრძალვაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა (ფოტოები)

მოსკოვში „რუსული სამყაროს“ იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის დაკრძალვაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა.

დაკრძალვის ცერემონია რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

"ის რუსი ხალხისთვის მოკვდა“ - თქვა ალექსანდრ დუგინმა დაკრძალვაზე. მანვე აღნიშნა, რომ დარიას სურდა დაეცვა რუსი ხალხის რწმენა, მართლმადიდებლობა. მანვე გაიხსენა შვილთან ურთიერთობის ბოლო წუთები.

"ერთად ვიყავით. ვუყვებოდი იმაზე, რომ ისტორია არის ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის, ღმერთსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის. ახლაც ამ პროცესში ვართ. თუნდაც ჩვენი პოლიტიკური სიტუაცია, ჩვენი ომი უკრაინაში, მაგრამ არა უკრაინასთან, ესეც ამ ბრძოლის ნაწილია, სინათლის და სიბნელის, არც მეტი, არც ნაკლები..

წამოსვლამდე, ერთი წუთით ადრე მის გარდაცვალებამდე, ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა, ისმოდა აკიმ აპაჩევის სიმღერა "აზოვსტალში დემონებს მარხავენ", მისი მოსმენა უნდოდა, მაგრამ ადრე წამოვედით", - თქვა დუგინმა. მან სიტყვის წარმოთქმისას ცრემლები ვერ შეიკავა.

Daria Dugina's funeral is being held today at the Ostakino TV tower where much of Russian state TV broadcasts from.

Alexander Dugin, her father, says she would have wanted people to "defend our faith, our Orthodoxy, to love our Russian people" in her memory pic.twitter.com/pwiH7HC3bT
— max seddon (@maxseddon) August 23, 2022

დარია დუგინა 20 აგვისტოს საღამოს დაიღუპა. ის მართავდა მანქანას, რომელიც აფეთქდა მოსკოვის ოლქში, ოდინცოვოს რაიონში, მოჟაისკის გზატკეცილზე. წინასწარი ვერსიით, მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. რუსეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, მათ დანაშაული გახსნეს. როგორც "ეფ-ეს-ბე" აცხადებს, დარია დუგინა უკრაინის მოქალაქემ, ნატალია ვოვკიმ მოკლა. მათივე ცნობით, ვოვკი, მანამდე "აზოვის პოლკის" წევრი იყო.

უკრაინა უარყოფს კავშირს დარია დუგინას მკვლელობის საქმესთან.