"ძალიან კრიტიკულია მდგომარეობა, ცუდისთვის შემამზადეს" - რას ამბობს დაჭრილი პატიმრის დედა?

"ძალიან კრიტიკულია მდგომარეობა, ცუდისთვის შემამზადეს" - რას ამბობს დაჭრილი პატიმრის დედა?

"ძალიან კრიტიკულია მდგომარეობა, ვემზადებით ცუდისთვის, შემამზადეს," - აცხადებს დაჭრილი პატიმრის გურამ სვანიძის დედა "რუსთსვი 2"- თან. მოგეხსენებათ, ესკორტის ოფიცერი, რომელსაც პატიმარმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და თავის არეში ჭრილობა მიიყენა, ბრალის წარდგენას ელოდება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ის გუშინ დააკავა. დაკავებულ ოფიცერს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ბრალდება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

22 აგვისტოს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები გაასაჯაროვა, რა დროსაც პატიმარმა ესკორტის ოფიცერს ე.წ. კაბურიდან იარაღი ამოაცალა და რამდენჯერმე ისროლა.

.