ავტორი:

დანპაცუ-შიკი: თმის შეჭრის რიტუალი, რითაც სუმოისტი კარიერას ასრულებს -  როგორ დაემშვიდობა ქართველი გაგამარუ დოჰიოს?

დანპაცუ-შიკი: თმის შეჭრის რიტუალი, რითაც სუმოისტი კარიერას ასრულებს -  როგორ დაემშვიდობა ქართველი გაგამარუ დოჰიოს?

დანპაცუ-შიკი: პატარა სიტყვათწყობა დიდი შინაარსით. დღე, რომელიც ყველაზე სევდიანია სუმოისტის ცხოვრებაში - ცერემონიალი, რომლის დროსაც მოჭიდავეს თმას სჭრიან და ამ სიმბოლური ქმედებით ოფიციალურად ასრულებენ მის კარიერას. დანპაცუ-შიკის შემდეგ, სპეციალურ ვარცხნილობასთან (ჩონმაგე) ერთად, სუმოისტი დოჰიოსაც სამუდამოდ ემშვიდობება. რამდენიმე დღის წინ თმა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი) შეიჭრა. ქრონიკული ტრავმის გამო ინტაის, ანუ კარიერის დასრულების შესახებ მძიმეწონოსანმა ქართველმა ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს გამოაცხადა. თუმცა პანდემიის გამო გაცილების ცერემონიალი თითქმის ორი წლით გადაიდო. ჩონმაგესთან ერთად, თვალცრემლიანი გაგა სუმოს უძველეს და ურთულეს სამყაროსაც დაემშვიდობა, ოღონდ ამბობს, რომ კარიერის დასრულებით არაფერი დამთავრებულა, პირიქით, ყველაფერი ახლა იწყებაო! ელიტური დივიზიონის ლამის ყველაზე მძიმეწონოსანი სუმოისტი გაგამარუ, რომელმაც 90(!) კილოგრამი დაიკლო, "კვირის პალიტრის" სტუმარია:

- პანდემიის გამო უკვე იმდენჯერ გადაიდო ჩემი გაცილების ცერემონიალი, კინაღამ გადავიფიქრე. როცა თარიღი დავასახელეთ, მას შემდეგ თითქოს ჩემს ჯინაზე მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა, მსოფლიოში ყველაზე მეტი დღიური შემთხვევა იაპონიაში ფიქსირდებოდა და იყო საშიშროება, დანპაცუ-შიკი კიდევ გაუქმებულიყო.

- დანპაცუ-შიკი - ამ ერთ სიტყვაში სუმოისტის მთელი კარიერაა ჩატეული... რას გრძნობს სეკიტორი, რომლის ჩონმაგესაც უკანასკნელად ეხება მაკრატელი?

- ეს არის წამები, რომლის დროსაც მთელი კარიერა შენ თვალწინ გაირბენს... ამ დროს აცნობიერებ, რომ შენს ცხოვრებაში დასრულდა ერთი ეტაპი, საქმე, რომელსაც წლების განმავლობაში მიუძღვენი მთელი დრო. ძალიან ემოციური იყო, მაგრამ ისეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში გავმართეთ თმის შეჭრის ცერემონიალი, ლამის ერთადერთ საფიქრალად გაცილების მშვიდობიანად ჩამთავრება იქცა და ემოციებისთვის დრო აღარ დამრჩა. ტრადიციის თანახმად, დანპაცუ-შიკი კარიერის დასრულებიდან მალევე იმართება, მე კი იმდენჯერ მომიწია გადადებამ, უკვე აღარც მეგონა, ოდესმე თუ მომიწევდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

- დანპაცუ-შიკის ცერემონიალს სუმოისტის კლუბი მასპინძლობს?

- უმეტესწილად, "რიოგოკუში" ("რიოგოკუ კოკუგიკანი" - სუმოს სახელგანთქმული სასახლე ტოკიოში. - რ.შ.) იმართება ხოლმე, მაგრამ პანდემიის გამო იმდენი მსურველი შეგროვდა, რიგი 2024 წლის ბოლომდე არ მომიწევდა. ამიტომ სხვა ადგილი უნდა მომეძებნა და საბოლოოდ შევარჩიე ამერიკელების სასტუმროს ტიპის დარბაზი, სადაც ძალიან კარგი გარემოა. ყველაზე მეტად იმაზე დამწყდა გული, ჩემს გაცილებას ტოჩინოშინი რომ ვერ დაესწრო - ლევანის კლუბის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. სტუმრებს შორის იყვნენ ჰაკუჰო და კიდევ რამდენიმე სუმოისტი, რომლებთანაც მთელი კარიერის განმავლობაში მქონდა ურთიერთობა. დანპაცუ-შიკის დაესწრნენ იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ბატონი გია ბაღაშვილი და სხვები. ყველა მათგანს დიდი მადლობა დაფასებისთვის! გააგრძელეთ კითხვა