ავტორი:

"არ ვაპირებთ გადახდას... ველოდები ოლიგარქის კლიპში სტაფილოს გამოჩენისთვის როდის დაგვაჯარიმებენ" - გიორგი გაბუნია "მთავარისთვის" დაკისრებულ ჯარიმაზე

"არ ვაპირებთ გადახდას... ველოდები ოლიგარქის კლიპში სტაფილოს გამოჩენისთვის როდის დაგვაჯარიმებენ" - გიორგი გაბუნია "მთავარისთვის" დაკისრებულ ჯარიმაზე

"მთავარი არხის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ არ გადაიხდიან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ტელეკომპანიისთვის დაკისრებულ ახალ ჯარიმას - 118 689 ლარს.

"პირველ რიგში ხაზგასასმელია ის, რომ კიდევ ერთხელ დაგვაჯარიმეს ევროპის მხარდამჭერი კლიპისთვის, რაც არ მიკვრის, რა თქმა უნდა, მითუმეტეს ისინი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ რადგან, ჩვენი ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაგვამძიმონ, მითუმეტეს პირდაპირი მუქარაც მოვისმინეთ, რომ თუ კიდევ ასე გავაგრძელეთ და კიდევ ერთი პროევროპული კლიპი მოხდება ჩვენს ეთერში, შეიძლება საერთოდ ლიცენზია ჩამოგვართვან. ესეც არ გამიკვირდება, უფრო მეტიც ველოდები, აი, ჩვენთან, რომ ოლიგარქის კლიპი გადის, იქ რომ სტაფილო ჩანს, აი, იმ სტაფილოსთვის როდის დაგვაჯარიმებენ. არ არის პრობლემა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ჯარიმის გადახდას. გავასაჩივრებთ, როგორც წინა შემხვევაში და ვნახოთ შემდეგ რა მოხდება", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ "მთავარ არხთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ბექაურის მარეგულირებელმა კომისიამ "ქართული ოცნების" საჩივარი განიხილა, დააკმაყოფილა და "მთავარი არხი" 118 688 ლარით დააჯარიმა, ხოლო "ფორმულა" და "ტვ პირველი" წერილობით გააფრთხილა. "შინ ევროპისკენ" ვიდეორგოლი 24 ივნისის აქციისთვის მომზადდა.

იხილეთ ასევე: