ავტორი:

"თავისუფლებისათვის სამაგალითო ბრძოლა დამოუკიდებლობას უდიდეს ღირებულებას ანიჭებს" - შალვა პაპუაშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

"თავისუფლებისათვის სამაგალითო ბრძოლა დამოუკიდებლობას უდიდეს ღირებულებას ანიჭებს" - შალვა პაპუაშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"მსურს, უკრაინელ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. თქვენი თავისუფლებისათვის სამაგალითო ბრძოლა დამოუკიდებლობას უდიდეს ღირებულებას ანიჭებს.

უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ გამძლეობასა და გამბედაობას საკუთარი სამშობლოს დაცვასა და მშვიდობიანი და უზრუნველი მომავლისაკენ სწრაფვაში“,- წერს შალვა პაპუაშვილი "ტვიტერში“.