ავტორი:

"მთელი გულით ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! - ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა მარადიულია" - კახა კალაძე

"მთელი გულით ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! - ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა მარადიულია" - კახა კალაძე

"ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"მთელი გულით ვულოცავ უკრაინელ ხალხს ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს-დამოუკიდებლობის დღეს!

ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა მარადიულია, ისევე როგორც მარადიულია ღირებულება, რაც არის ჩვენი სახელმწიფოების ფუნდამენტი-თავისუფლება.

მინდა, უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა და წარმატებები თავისუფლებისთვის ბრძოლაში!“,- წერს კახა კალაძე მილოცვაში, რომელსაც "ფეისბუქზე“ ავრცელებს.