ავტორი:

შს მინისტრი ბორჯომში ჩავიდა

შს მინისტრი ბორჯომში ჩავიდა

ბორჯომის ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა. შს მინისტრი ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებს ადგილზე გაეცნობა.

ბორჯომში ხანძრის სალოკვიდაციო სამუშაოების კოორდინირებულად ჩატარებისთვის შექმნილია, ოპერატიული მართვის შტაბი.

როგორც ცნობილია, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება.