პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში დაიწყო.
მსვლელობაში, რომელიც საერთაშორისო კამპანიის #IndependenceInMyHeart (დამოუკიდებლობა ჩემს გულში) ფარგლებში ტარდება, უკრაინელები და უკრაინის მხარდამჭერები იღებენ მონაწილეობას.

ინფორმაციისთვის, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ერთდროულად მსოფლიოს 24 ქვეყანასა და 51 ქალაქში ტარდება.