ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
მილოცვის ტექსტში, რომელიც ბელორუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელებს მშვიდობიანი ცა, ტოლერანტობა, გამბედაობა, ძალა და ღირსეული ცხოვრების აღდგენაში წარმატებები უსურვა.
"დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ გაანადგურებს ორი ქვეყნის ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან გულწრფელ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ბელორუსი გააგრძელებს ჰარმონიის შენარჩუნებას, მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე“, - ნათქვამია ლუკაშენკოს მისალოც წერილში.