ავტორი:

"ლუკაშენკო ცინიკურად გვისურვებს "მშვიდობიან ცას“ - ეს სისხლით გაჟღენთილი ჯამბაზობა აღრიცხულია და ექნება შედეგები" - მიხაილო პოდოლიაკი

"ლუკაშენკო ცინიკურად გვისურვებს "მშვიდობიან ცას“ - ეს სისხლით გაჟღენთილი ჯამბაზობა აღრიცხულია და ექნება შედეგები" - მიხაილო პოდოლიაკი

ლუკაშენკოს ნამდვილად სჯერა, რომ მსოფლიო ვერ ამჩნევს მის მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებში და ამიტომ ცინიკურად გვისურვებს "მშვიდობიან ცას“ ჩვენი დაბომბვით , - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ბელორუსის პრეზიდენტის მილოცვას.

"ეს სისხლით გაჟღენთილი ჯამბაზობა აღრიცხულია და ექნება შედეგები - ბარბაროსული რუსეთის იმპერიის დაცემისთანავე“ ,- წერს პოდოლიაკი "ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მილოცვის ტექსტში, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელებს მშვიდობიანი ცა, ტოლერანტობა, გამბედაობა, ძალა და ღირსეული ცხოვრების აღდგენაში წარმატებები უსურვა.