ავტორი:

"ფორმულას" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - პირი, რომელიც პირდაპირ ეთერში შეიჭრა, ყვიროდა, რომ ის "კანონიერი ქურდია"

"ფორმულას" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - პირი, რომელიც პირდაპირ ეთერში შეიჭრა, ყვიროდა, რომ ის "კანონიერი ქურდია"

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, "ფორმულას" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.

უწყების განცხადებით, დანაშაულში მხილებული პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს.

ცნობისთვის, დღეს "ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, "ფორმულას" ცნობით, თავდამსხმელს დანა ჰქონდა.

"მე ვარ გარეთ ერთადერთი "კანონიერი ქურდი", ბადრი, ჩელენჯს გიცხადებ, მოდი, შევხვდეთ, სადაც გინდა, როცა გინდა..." - ყვირის თავდამსხმელი გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში.

"ფორმულას" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - პირი, რომელიც პირდაპი ეთერში შევარდა, ყვიროდა, რომ ის "კანონიერი ქურდია"