ავტორი:

ქუთაისში დაგეგმილ ფესტივალზე "ზარზეიმი“ "პალიტრა L” განსაკუთრებული სიურპრიზებით დაგხვდებათ

ქუთაისში დაგეგმილ ფესტივალზე "ზარზეიმი“ "პალიტრა L” განსაკუთრებული სიურპრიზებით დაგხვდებათ

3-4 სექტემბერს ქუთაისში ახალი ფესტივალი "ზარზეიმი“ გაიმართება. არაჩვეულებრივი გასტრონომიული გამოფენა კულინარიული შეთავაზებების გარდა ბევრ საინტერესო აქტივობას გააერთიანებს.

"ზარზეიმზე“ წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი კერძები, იმერული ღვინო ოჯახებიდან და მცირე მარნებიდან, კრაფტ ლუდები, ხელით დამზადებული ნაყინი. ფესტივალი მუსიკალურად იქნება გაფორმებული, რაც სასიამოვნო განწყობას შეუქმნის როგორც უფროსებს, ისე ბავშვებს.

საინტერესოა ფესტივალის არაკულინარიული შეთავაზებებიც. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება გამომცემლობა "პალიტრა L”, რომელიც ყველა ასაკის სტუმრებისთვის საინტერესო წიგნების გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს. წიგნები ფასდაკლებით გაიყიდება. გარდა ამისა მოეწყობა სამკითხველო სივრცე. როგორც "პალიტრა L-ში“ განმარტავენ, იქნება სხვადასხვა ტიპის გათამაშება და ვიქტორინა. სტუმრებს გადაეცემათ საჩუქრები. იგეგმება კიდევ უამრავი სიურპრიზი.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ანსამბლები: Killages, Bad Habitz, The Black Marrows, ერეკლე დეისაძე და ბენდი.

ფესტივალის ანონსში კი ვკითხულობთ: "ფესტივალი გაიშლება სახელგანთქმულ ქუთაისში, რათა ერთად დავაფუძნოთ ეროვნული ლხენის ახალთახალი ტრადიცია მის ისტორიულ საფუძვლებზე. და რათა ზუსტად ისე დავუახლოვდეთ ერთმანეთს, როგორც ეს ქუთაისს შეშვენის. ამ დროსტარების გემოს, გპირდებით, ვერ დაივიწყებთ.”