ავტორი:

თორნიკე შენგელიას ტრავმის შემდეგ ოპერაცია სჭირდება - სამწუხაროდ, გუნდის ლიდერი ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება

თორნიკე შენგელიას ტრავმის შემდეგ ოპერაცია სჭირდება -  სამწუხაროდ, გუნდის ლიდერი ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს კაპიტანი და ლიდერი - თორნიკე შენგელია გამოაკლდა. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართული მატჩში შენგელიამ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, თავიდან ექიმებს მხრის ამოვარდნა ეგონათ, მაგრამ მოტეხილობა აღმოაჩნდა. სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრების ლიდერს ოპერაცია სჭირდება და მოედანს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე ვერ დაუბრუნდება.

სამწუხაროდ, შენგელია შემდეგ შეხვედრებში ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება, რაც ძალიან სერიოზული დანაკლისია.

იხილეთ ასევე: