ავტორი:

"დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ" - ოლექსი რეზნიკოვი

"დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ" - ოლექსი რეზნიკოვი

"უკრაინა ენდობოდა თავის მეზობელს, რომელთანაც ბუდაპეშტის მემორანდუმს მოაწერა ხელი და საკუთარ ჯარზე არ ზრუნავდა", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

"დღეს ჩვენ ქვეყნის გადარჩენისთვის ვიბრძვით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ დამოუკიდებლობის უფლებას. ჩვენ 30 წელზე მეტია დამოუკიდებლად ვცხოვრობთ, ჩვენს საზღვრებში შევქმენით აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყანა, ამიტომ დღეს შეიძლება მეტს ვიხდით იმის გამო, რომ საკუთარ არმიაზე არ ვზრუნავდით. ერთადერთი შეცდომა, რომელიც დანამდვილებით შემიძლია დავასახელო - ძალიან ვენდობოდით მეზობელს, რომელმაც ჩვენთან ბუდაპეშტის მემორანდუმი გააფორმა. ეს არის საერთაშორისო შეთანხმება და ჩვენ ისე გვჯეროდა ამ შეთანხმების, რომ არ ვფიქრობდით, რომ ჩვენს არმიაზე ზრუნვის გარეშე მტრის არმიაზე ზრუნვა მოგვიწევდა. დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, ამ გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ არც საქართველოში და არც უკრაინაში ომი არ იქნებოდა 2008 წელს ეს ქვეყნები ნატო-ში რომ მიეღოთ, მაგრამ ამჟამინდელი პარტნიორი ალიანსის წყალობით უკრაინა შეძლებს აგრესორის დამარცხებას.