ავტორი:

ბათუმში, 11 წლის ბიჭის გაუპატიურების საქმეზე 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს

ბათუმში, 11 წლის  ბიჭის გაუპატიურების საქმეზე 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს

ბათუმში, გუშინ დააკავეს 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც, საგამოძიებო უწყების ვერსიით, მეზობელ, 11 წლის ბიჭს გარკვეული პერიოდის განმავლობაში აუპატიურებდა.

სავარაუდო მოძალადე ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაში, მსხვერპლი არასრულწლოვანის მეზობლად ქირით, მამასთან ერთად ცხოვრობდა. ასევე ქირით ცხოვრობდა მსხვერპლი ბიჭუნა დედასთან ერთად.

დღეს საზარელ დანაშაულში ბრალდებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და როგორც ცნობილია, მას ფსიქიატრიული ექსპერტიზაც ჩაუტარდება.