ლატვიაში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საბჭოთა პერიოდისა და საბჭოთა ეპოქის ამსახველ მონუმენტებს ანადგურებენ. ამჯერად წითელი არმიის ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების სიმბოლო, ობელისკი დაანგრიეს.
დაახლოებით 80-მეტრიანი ობელისკი რიგაში, გამარჯვების პარკში იყო აღმართული. მონუმენტის დანგრევას საზოგადოება ტაშით შეხვდა.
ეს მოვლენა ლატვიის მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში გადასცა.