თბილისში, მუხადგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე ხანძარია, ფერდობზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზების პროცესი.