ავტორი:

"რუსეთს მხოლოდ მეზობლების განადგურება და "სსრკ 2“-ის აღდგენა აინტერესებს" - მიხაილო პოდოლიაკი

"რუსეთს მხოლოდ მეზობლების განადგურება და "სსრკ 2“-ის აღდგენა აინტერესებს" - მიხაილო პოდოლიაკი

საუბარი ნატო-ს გაფართოებასა და რუსეთის პროვოცირებაზე - მხოლოდ სისასტიკის, ომის დანაშაულებისა და ომის დამნაშავეების ცინიკური გამართლებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, რუსეთს მხოლოდ მეზობლების განადგურება და "სსრკ 2“-ის აღდგენა აინტერესებს.

"ნატო ან ყალბი ინფორმაცია "ბიოლაბორატორიების“ შესახებ - ეს პროპაგანდის ელემენტებია. რუსეთი მხოლოდ მეზობლების განადგურებითა და "სსრკ 2.0“-ის აღდგენითაა დაინტერესებული“, - წერს პოდოლიაკი.