ავტორი:

"ბელარუსული თვითმფრინავები ბირთვული იარაღის გადასატანად მზადაა" - ალექსანდრე ლუკაშენკო

"ბელარუსული თვითმფრინავები ბირთვული იარაღის გადასატანად მზადაა" - ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისი ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავები, SU-24, ხელახლა აღიჭურვა და მზადაა ბირთვული იარაღის გადასატანად. ლუკაშენკოს ინფორმაციით, მან ეს ნაბიჯი რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეათანხმა.

"პუტინთან ერთად რამდენიმე ხნის წინ სანკტ-პეტერბურგში განვაცხადეთ, რომ განვახორციელებდი ბელარუსული Су-24 ტიპის თვითმფრინავების ხელახლა აღჭურვას ისე, რომ მისი საშუალებით ბირთვული იარაღის გადატანა გამხდარიყო შესაძლებელი. ყველაფერი მზად არის!" - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ბელარუსი მზადაა, ადეკვატურად უპასუხოს დასავლეთის "სერიოზულ პროვოკაციას“.

"ბელარუსთან ურთიერთობა არ უნდა გამწვავდეს, რადგან ეს ასევე ნიშნავს ურთიერთობების გამწვავებას ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო სახელმწიფოსთან, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.