ავტორი:

უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა სამმა გემმა ოდესის პორტები დატოვა

უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა სამმა გემმა ოდესის პორტები დატოვა

ოდესის ოლქის პორტები დღეს დილით უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთულმა კიდევ სამმა გემმა დატოვა, - ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"დილის მდგომარეობით უკრაინის პორტები კიდევ სამმა გემმა დატოვა“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

სამინისტროს განმარტებით, უკრაინის პორტებში მარცვლეულის გადაზიდვაზე მუშაობა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის კონტროლის ქვეშ გრძელდება.